logo
ENG



უკრაინელებმა ხარკოვში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს

26 აპრ 202219:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/26/onfjh62aatyi65x.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს.

"ჩვენმა ჯარისკაცებმა ხარკოვში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი Ka-52 გაანადგურეს. 2008 წელს წარმოებულ ამ საბრძოლო ვერტმფრენს ლაზერული ქვემეხი, ანტისატანკო კომპლექსი, საავიაციო ბომბები და სხვა ტიპის იარაღი აქვს. Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით $16 მილიონს შეადგენს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - წერს გაერთიანებული შტაბი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომი ამ დრომდე გრძელდება. 10 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად და დევნილად იქცა. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი, მეორე ეტაპი წამოიწყო და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

 

 


close დახურვა