უკრაინულმა ძალებმა ხერსონში კიდევ 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.
გათავისუფლებული დასახლებებია: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი, დიდი და პატარა ალექსანდროვკა.
"საგულდაგულოდ დაგეგმილი და ბრწყინვალედ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად გავათავისუფლეთ და აღვმართეთ უკრაინის სახელმწიფო დროშები ბერისლავის ოლქის რვა დასახლებაში"- ნათქვამია განცხადებაში.