logo
ENG



უკრაინელი მილიარდერი მედია ბიზნესს ტოვებს და მაუწყებლობაზე ლიცენზიებს სახელმწიფოს გადასცემს

11 ივლ 202220:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/11/hy1s5b1adba8hh5.png

უკრაინელმა მილიარდერმა რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ მედია ბიზნესს ტოვებს. როგორც ახმაეტოვმა აღნიშნა, ის კუთვნილ კომპანია SCM-ს მედია ბიზნესიდან მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიყვანს.

მედია ჯგუფი უკრაინა გადასცემს კუთვნილ ლიცენზიებს პირდაპირ ეთერებსა და მაუწყებლობაზე სახელმწიფოს. ასევე შეჩერდება ონლაინ მედიის საქმიანობაც. ახმეტოვის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება უკრაინაში "ოლიგარქების შესახებ კანონის" ძალაში შესვლით არის ნაკარნახევი. მისი თქმით, "ის არ იყო, არ არის და არასდროს იქნება ოლიგარქი". აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ახმეტოვმა მედია ბიზნესის გაყიდვა ვერ შეძლო.

ახმეტოვის მედია ჰოლდინგი შედგება 9 სატელევიზიო არხისგან, ინტერნეტ რესურსებისგან, ბეჭდური მედიისგან - საერთო ჯამში ჰოლდინგში ჩადებულმა ინვესტიციამ 1.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მედია ჯგუფ უკრაინაში შედიოდა ისეთი არხები როგორებიცაა: უკრაინა, გასართობი ახალგაზრდული არხი НЛО TV, თემატური არხი ინდიგო ტვ, თემატური არხი ფეხბურთი 1/2/3, უკრაინა 24, რეგიონული არხი 34, საერთაშორისო არხები Ukraine 1, Ukriane 2, NLO TV 2, საიტი segodnya.ua და სხვა.


close დახურვა