logo
ENG



უკრაინელი პასტორი მოხალისეთა ბატალიონის მეთაურად მუშაობს

15 აპრ 202211:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/3fnfakcjpbv2wxo.jpg

უკრაინელი პასტორი ოლეგ მაგდიჩი ომში მოხალისეთა ბატალიონის მეთაურად მუშაობს. ის 120 ჯარისკაცს უძღვება, რომელთა ასაკი 18-დან 70 წლამდეა.

მაგდიჩმა ისაუბრა იმ ბატალიონის შესახებ, რომელსაც ის უძღვება და აღნიშნა, რომ ჯარისკაცების უმეტესობა ომამდე მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და მათ რამდენიმე კვირის მანძილზე ინტენსიური ვარჯიში გაიარეს.

"ჩემი ქვედანაყოფების 80 პროცენტი იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც თავიანთ სიცოცხლეში იარაღიც კი არ დაუჭერიათ ხელში, ისინი ჩვეულებრივი სატვირთო მანქანის მძღოლები და მოსამართლეები არიან," - თქვა მაგდიჩმა.

რაც შეეხება მაგდიჩის ცოლს, ის დასავლეთ უკრაინაშია და იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს საკვებითა და საცხოვრებლით ეხმარება. ამასთან, ის ქალებსა და ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.


close დახურვა