logo
ENG



უკრაინელი ქალების ომი - დროება

20 მარ 202222:00
3 წუთის საკითხავი
 

ხარკოვის ბოლო დაბომბვას 9 წლის ბიჭუნას სიცოცხლე შეეწირა. უკრაინაში რუსი ბარბაროსების ომმა დღემდე 115 უკრაინელი ბავშვის გულისცემა გააჩერა. დედებს თვალწინ უკლავენ შვილებს. ჯერ  არავინ იცის, რამდენი უკრაინელი ბავშვი დააობლა პუტინის სისასტიკემ და კიდევ რამდენი დაობლდება, თუმცა უკრაინაში სიცოცხლე მაინც გრძელდება - დროებაში ახლა თქვენ მოისმენთ ინტერვიუს 9 თვის ფეხმძიმე ქალთან, რომელმაც 2 შვილთან ერთად მარიუპოლის ჯოჯოხეთს სასწაულებრივად დააღწია თავი. ომის კოშმარს ბოლო არ უჩანს, თუმცა მიუხედავად ამისა,  უკრაინელი ქალები, განურჩევლად პროფესიისა, დამპყრობლის წინააღმდეგ როგორც შეუძლიათ, ისე იბრძვიან - ზოგი იარაღით ფრონტის ხაზზე და ზოგიც ხშირ შემთხვევაში უფრო საშიშ ზურგში.


close დახურვა