უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს. ინფორმაციას რადას სახალხო დეპუტატი რომან კოსტენკო ავრცელებს, რომელიც ოლქის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება.
როგორც კოსტენკომ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები მიკოლაევის გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკოლაევის ოლქი მტრებისგან სრულად არის გათავისუფლებული. ახლა ჩვენი სამხედროები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას", - თქვა დეპუტატმა.