logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკში 300-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

22 მარ 202200:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/22/w36f9comu3wrjyf.jpg

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკში 300-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მათ წარმატებით მოიგერიეს 13 თავდასხმა.

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს: 14 ტანკი, 8 სამხედრო მანქანა, 2 ჯავშან მანქანა, 3 საარტილერიო სისტემა, 4 ავტომობილი. გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის თავზე ჩამოაგდეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი და კიდევ ერთი დააზიანეს.


close დახურვა