logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს

22 ივლ 202221:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/22/8cykeki1oy8waff.png

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტების 3 ტაქტიკურმა ბატალიონმა ალყიდან გამოსავლელად ე.წ. მწვანე დერეფანი მოითხოვა, მათ შორის სპეცრაზმებელბმაც.

უკრაინელი სამხედროების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა: ოლგინო-კოსტრიკაში და პოტიომკინო-ნოვოვოზნესენსკოეში. ამ დროისთვის ხერსონის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა და აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყო. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი კი ლტოლვილად იქცა. 


close დახურვა