საქართველოს სახელით ფიგურულ სრიალში მოასპარეზე წყვილმა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ, ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი მოიგო.
საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი 36 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, მეორეზე უკრაინა, ხოლო მესამეზე კანადა.
დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი უკრაინულ წყვილთან მისალოცად მივიდა, უკრაინელმა წყვილმა კი - ვიოლეტა სეროვამ და ივან ხოტბამ უარი თქვეს ხელის ჩამორთმევასა და მილოცვის მიღებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა საქართველოს სახელით ასპარეზობენ, ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული და იქ ვარჯიშობს.