უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 3 მილიონს მიაღწია.
მოსახლეობის ნაწილმა დასავლეთ უკრაინაში გადაინაცვლა, 3 მილიონამდე ადამიანი კი იძულებული გახდა, თავი მეზობელი ევროპული ქვეყნებისთვის შეეფარებინა.
გაეროს მონაცემების მიხედვით, 15 მარტის მდგომარეობით ლტოლვილების რაოდენობა მეზობელ ქვეყნებში:
- პოლონეთი - 1,808,436;
- რუმინეთი - 453,432;
- მოლდოვა - 337,215;
- უნგრეთი - 263,888;
- სლოვაკეთი - 213,000.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედროა დაღუპული.