გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ რუსი დამპყრობლების საბრძოლო მასალის შვიდ საცავზე განახორციელა დარტყმა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განცხადა.
"საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ერთი კვირის განმავლობაში 38 საჰაერო დარტყმა განახორციელეს მტრის იარაღისა და სამხედრო ტექნიკისზე. განადგურდა საბრძოლო მასალის შვიდი საწყობი."- განაცხადა გრომოვმა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 359 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა.
ყველაზე მეტი - 371 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკივის ოლქში - 195.