logo
ENG



უკრაინის ახალი ელჩი

10 იან 202319:50
3 წუთის საკითხავი
 

ვის გზავნის ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ახალი ელჩის სტატუსით? ფორმულამ გაარკვია, რომ თითქმის ყველა პროცედურა უკვე გავლილია და თბილისში დიპლომატიურ სამსახურს ვოლოდიმირ ლუკიანოვი სულ მალე დაიწყებს. უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი საქართველოდან რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში გაიწვია, მიზეზად დასახელდა ის, რომ მოქმედმა დიპლომატმა ვერ დაარწმუნა ოცნების მთავრობა, უკრაინისთვის ადეკვატური დახმარების გაწევაში. ამის შემდეგ ივანიშვილის გუნდმა არაერთხელ სცადა უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭება. „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით,  ვოლოდიმირ ლუკიანოვი უფლება-მოსილების შესრულებას თებერვლის დასაწყისიდან შეუდგება.


close დახურვა