logo
ENG



უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს

21 ნოე 202201:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/ol7hjzqtywqh1m8.png

უკრაინის გენპროკურორის ანდრეი კოსტინის თქმით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე - ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მისი თქმით, ეს ცხედრები მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაშია აღმოჩენილი. ის ამბობს, რომ მოკლულთა თითქმის 90% მშვიდობიანი მოქალაქეა.

გარდა ამისა, ის ყვება, რომ 20-ზე მეტი ადგილი იპოვეს, სადაც უკრაინის მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს და გაასამართლეს.


close დახურვა