logo
ENG



უკრაინის გენერალური შტაბი: მტერი კიევზე თავდასხმისთვის ემზადება

20 მარ 202209:38
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის გენერალური შტაბი: მტერი კიევზე თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა - რუსეთი ემზადება კიევზე თავდასხმისთვის. 

"ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია - მან დაასრულა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, საინჟინრო მხარდაჭერის და ლოგისტიკური სისტემების აწყობა, რათა მოამზადოს თავდასხმა ქალაქ კიევზე". - აცხადებს გენერალური შტაბი. 

განცხადებისვე მიხედვით, 19-20 მარტის ღამეს რუსულ არმიას თითქმის არც ერთი მიმართულებით არ შეუტევია.

გამონაკლისია ქალაქი იზიუმი, რომელიც ხარკოვსა და სკავიანსკის შორის მდებარეობს, თუმცა, გენშტაბის ცნობით, უკრაინამ გარღვევის მცდელობა მოიგერია. 

გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ალყაში მყოფი მარიუპოლის შესახებ არაფერია ნათქვამი. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. 

3 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებით გაადგილებულ პირად და ლტოლვილად იქცა. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთი ბომბავს სამოქალაქო პირების საცხოვრებელ ადგილებს, მაღაზიებს, საავადმყოფოებს, ქალაქებს და სოფლებს, თუმცა, მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს.

ალყაშია ოკუპირებულ დონეცკთან მდებარე ქალაქი მარიუპოლი, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. 


close დახურვა