logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურა: რუსეთის აგრესიას 338 ბავშვი ემსხვერპლა, 610-ზე მეტი დაშავდა

24 ივნ 202210:03
3 წუთის საკითხავი
clock 435
2022/06/24/02d6awaykeqnjia.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 338 ბავშვი დაიღუპა, 610-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი - 335 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკივის ოლქში - 177.

"კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 52, ნიკოლაევში - 48, ლუგანსკში - 55, ზაპოროჟიეში - 30, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და დედაქალაქში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 061 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 213 კი მთლიანად განადგურდა.


close დახურვა