logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურა: რუსეთის აგრესიას 359 ბავშვი ემსხვერპლა, 700-ზე მეტი დაშავდა

05 აგვ 202209:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/05/gn0m9ozwj7ov855.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 359 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი - 371 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკივის ოლქში - 195.

"კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 54, ნიკოლაევში - 57, ლუგანსკში - 61, ზაპოროჟიეში - 40, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და დედაქალაქში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 221 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 230 კი მთლიანად განადგურდა.


close დახურვა