logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 380 ბავშვი დაიღუპა

01 სექ 202213:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/a9b6s3xmgsjc1ej.png

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 380 ბავშვი დაიღუპა, 736-ზე მეტი კი დაშავდა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 388
  • ხარკივი - 203
  • კიევი - 116
  • ჩერნიგოვი - 68
  • მიკოლაივი - 67
  • ლუჰანსკი - 61
  • ხერსონი - 55
  • ზაპოროჟიე - 46

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2328 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 289 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა