logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 412 ბავშვი დაიღუპა

02 ოქტ 202216:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/02/lpd8jt0v39shwx6.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებდიან დღემდე, უკრაინაში 412 ბავშვი დაიღუპა, 784-ზე მეტი კი დაშავდა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 402
  • ხარკივი - 246
  • კიევი - 116
  • მიკოლაივი - 75
  • ჩერნიგოვი - 68
  • ლუჰანსკი - 64
  • ხერსონი - 57
  • ზაპოროჟიე - 50
  • დნეპროპეტროვსკი - 29

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2562 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 295 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა