logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 422 ბავშვი დაიღუპა

11 ოქტ 202214:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/xmsiaj1x1xbszy4.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 422 ბავშვი დაიღუპა, 805 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 407
  • ხარკივი - 252
  • კიევი - 116
  • მიკოლაივი - 76
  • ჩერნიგოვი - 68
  • ზაპოროჟიე - 68
  • ლუჰანსკი - 64
  • ხერსონი - 57
  • დნეპროპეტროვსკი - 39

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2614 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 313 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა