უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 423 ბავშვი დაიღუპა, 810 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.
- დონეცკი - 407
- ხარკივი - 256
- კიევი - 116
- მიკოლაივი - 77
- ჩერნიგოვი - 68
- ზაპოროჟიე - 68
- ლუჰანსკი - 64
- ხერსონი - 57
- დნეპროპეტროვსკი - 31
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2614 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 313 კი მთლიანად განადგურდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.