logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა

20 ნოე 202217:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/ky50ifo2e0e1576.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა, 838 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 424
  • ხარკივი - 265
  • კიევი - 117
  • მიკოლაივი - 77
  • ზაპოროჟიე - 75
  • ჩერნიგოვი - 68
  • ლუჰანსკი - 64
  • ხერსონი - 64
  • დნეპროპეტროვსკი - 32

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2719 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 332 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა