logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 ბავშვი დაიღუპა

12 თებ 202314:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/12/uoxuxvp9743t0rp.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 ბავშვი დაიღუპა, 922 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 443
  • ხარკივი - 272
  • კიევი - 123
  • ხერსონი - 87
  • მიკოლაივი - 83
  • ზაპოროჟიე - 84
  • ჩერნიგოვი - 68
  • ლუჰანსკი - 66
  • დნეპროპეტროვსკი - 64

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 338 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა