logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 467 ბავშვი დაიღუპა

08 აპრ 202315:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/08/2b8ca4c7vmbcl63.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 467 ბავშვი დაიღუპა, 944 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 448
  • ხარკივი - 275
  • კიევი - 127
  • ხერსონი - 94
  • ზაპოროჟიე - 88
  • მიკოლაივი - 85
  • ჩერნიჰივი - 68
  • ლუჰანსკი - 66
  • დნეპროპეტროვსკი - 66

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 337 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა