logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 480 ბავშვი დაიღუპა

07 მაი 202313:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/07/0qmd2etl2027vo7.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 480 ბავშვი დაიღუპა, 1444 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 455
  • ხარკივი - 275
  • კიევი - 128
  • ხერსონი - 96
  • ზაპოროჟიე - 89
  • მიკოლაივი - 89
  • ჩერნიჰივი - 70
  • დნეპროპეტროვსკი - 67
  • ლუჰანსკი - 66

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა