logo
ENG



უკრაინის გენპროკურორი: ვიძიებთ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 21 ათას შემთხვევას

06 ივლ 202222:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/06/haipbf65zay6mc4.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, მიმდინარეობს გამოძიება ომის 21 ათას დანაშაულზე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩაიდინა. 

ვენედიტოვამ BBC-ს უთხრა, რომ გენერალურ პროკურატურაში ყოველდღიურად 200-300 შეტყობინება შედის ომის დანაშაულების შესახებ.

მისივე თქმით, ბევრი სასამართლო პროცესი შესაძლოა დაუსწრებლად წარიმართოს, თუმცა, სასამართლო პროცესების ჩატარება სამართლიანობის საკითხია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წამება, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუპატიურება, გაიგონ, რომ მათი სასამართლოს წინაშე წარდგომა მხოლოდ დროის საკითხია". - თქვა მან. 

უკრაინის გენერალური პროკურორი და მისი წარმომადგენლები უკრაინის ყველა რეგიონში მუშაობენ, თუმცა, ზოგ ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გამო რთულია. 


close დახურვა