logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა

16 სექ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/yzorxxrjgntvom3.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

"მტერი ურტყამს საცხოვრებელ უბნებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, კანონებსა და ომის წესებს.

გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა საჰაერო და სარაკეტო დარტყმებით და მტრის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებით. მტერმა 11 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა მიაყენა უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს შეტევები ოდრადივკას, ზაიცევეს, ბახმუტის, ვესელა დოლინას, ავდიივკასა და ნოვომიხაილივკას რეგიონებზე.


close დახურვა