უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211- კი ოლენივკიში.
გენშტაბის ინფორმაციით, ოლენივკიში მოხდება ტყვეების გაცვლა, საიდანაც შემდეგ უკრაინელი სამხედროებს კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.
"დაბრუნების შემდეგი პროცესისთვის, ტყვეების გაცვლის პროცედურა ჩატარდება. რაც შეეხება მცველებს რომლებიც ჯერ კიდევ აზოვსტალის ტერიტორიაზე რჩებიან, ტარდება ერთობლივი ღონისძიებები მათ გასათავისუფლებლად"- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მარიუპოლი 1-ლი მარტიდან ალყაშია. რუსეთი წითელ ჯვარსაც არ აძლევს ქალაქში შესვლის და ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის საშუალებას. მარიუპოლში ერთადერთი ადგილი, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, აზოვსტალის ქარხანაა.