logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ბახმუტის მიმართულებით წინ მივიწევთ

22 ოქტ 202313:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/zwqoq9jz5wrp91c.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.

"ოკუპანტებმა ყველაზე აქტიურად შეუტიეს კუპიანსკს, ლიმანს, ავდეევკასა და მარინკას. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით მტრის 10-ზე მეტი თავდასხმა მოვიგერიეთ", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 293 830 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა