უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბელარუსი გეგმავს, რომ ჯარის რაოდენობის 80 ათას ადამიანამდე გაზრდას გეგმავს.
ყოველდღიურ მიმოხილვაში გენშტაბი, ასევე, აღნიშნავს, რომ ვოლინსკისა და პოლესკის მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან მხრიდან სარაკეტო და საავიაციო თავდასხმის საფრთხე.
"სამხედრო ნაწილების აღჭურვა შენახული ტექნიკური საშუალებების ხარჯზე იგეგმება", - აღნიშნავენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთის მიმართულებით რუსეთს აქტიური ქმედებები არ განუხორციელებია. უკრაინული ვერტმფრენები თავს დაესხნენ რუსულ ძალებს ხერსონში, ხოლო თვითმფრინავები - მიკოლაევში საბრძოლო მასალის საცავებს.