logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ბელარუსის კლინიკები სავსეა დაჭრილი რუსი სამხედროებით

13 ნოე 202214:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/6bpf2kskkb20rnf.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბრესტის ოლქში, განსაკუთრებით იმ არეალში, სადაც რუსული ჯარის ქვედანაყოფები არიან განლაგებულები, სოციალურ სფეროზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება - კერძოდ, ბელარუსის საავადმყოფოები დაჭრილი რუსი ჯარისკაცებით გადავსებულია, რის შედეგადაც ექიმები იძულებულები არიან, მომსახურებაზე უარი უთხრან ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.

უწყება წერს იმასაც, რომ უკანასკნელი დღის განმავლობაში რუსული არმია წარუმატებლად ცდილობდა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში უკრაინულ პოზიციებზე თავდასხმას. გენშტაბის განცხადებით, ხერსონის რეგიონში უკრაინელები დე-ოკუპირებულ დასახლებებში ძალების განმტკიცებას აგრძელებენ, ხოლო პარალელურად, რუსები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვით პოზიციებს აგებენ.

მათი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ტერიტორიიდან 4 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა, ასევე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 40-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. გენშტაბი წერს, რომ ზაპოროჟიეში, ჩერკასში, ხარკივსა და დონეცკის რეგიონებში 20-ზე მეტი დასახლება გახდა საოკუპაციო ძალების დარტყმების სამიზნე.


close დახურვა