logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა

01 ნოე 202210:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/9uoihjm5enxb75o.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 60 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა. მათ შორისაა: დონეცკის ოლქის სოლედარი, უგლედარი, იაკოვლევკა, ვესელე.

ოკუპანტები სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას ახორციელებენ. ამგვარად, ხერსონის ოლქის კახოვკის დასახლებაში, დნეპრის სანაპიროზე მდებარე ბინაში მცხოვრები მოქალაქეები იძულებით გამოყავთ," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 72 470 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა