logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 რეგიონში მოიგერიეს

22 ოქტ 202215:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/d9cr78hcqsx1zzi.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები დონეცკის, ლუჰანსკისა და ხარკივის რეგიონებში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის ტერნოვას დასახლებებში, ბილოჰორივკასა და ზოლოტარივკაში ლუჰანსკის ოლქში, ლიმანში, ივანჰრადში, სოლედარში, ნოვოკალინოვეში, ოზარიანივკაში, ოდრადივკასა და პერვომაისკეში დონეცკის ოლქში.

მტერმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს დაარტყა. კერძოდ, კუპიანსკის ხარკივის ოლქში, ბახმუტს, ოდრადივკას, მარინკას, ზელენოპილიას დონეცკის ოლქში, ასევე ზაპოროჟიეს და ნოვოვოსკრესენკეს ხერსონის ოლქში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 070 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა