უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში რუსეთის 12 თავდასხმა მოიგერიეს. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ შვიდი დრონი ჩამოაგდეს.
“ჩვენი ინფორმაციით, 2022 წლის 27 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში, ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბოგუჩარში, საწყობიდან გატანილია 17 ტანკი და 60 BMP-1. ისინი უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნეს, რომელიც დროებით რუსეთის ჯარების მიერაა ოკუპირებული,” - განაცხადეს გენშტაბში.
გენერალური შტაბის თქმით, რუსული ძალები იზიუმის მიმართულებით შეტევას აგრძელებენ და ცდილობენ სრულად დაიმორჩილონ რუბიჟნე და პოპასნა აღმოსავლეთით.