logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: გასული დღის განმავლობაში მტერთან 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა

27 მაი 202314:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/27/6w0vti07bnsi12g.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. საერთო ჯამში, გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 25 შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 20 სარაკეტო და 68 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 206 200 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა