უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღეს რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 რაკეტა და 8 Shahed-ის დრონი გაუშვეს.
"დღეს რუსულმა ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 40 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 30. ამასთან, რუსებმა 8 Shahed-ის დრონი გამოიყენეს.
მტერი ძირითად ძალებს ამახვილებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებით. მძიმე ბრძოლები სწორედ ამ მიმართულებებზე გრძელდება. დღის განმავლობაში, 28-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 229 660 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.