logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები 3 მიმართულებით მოიგერიეს

01 ივლ 202320:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/01/i4nhev1e51pqlw0.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიმდინარე დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს. მტერი თავის ძირითად ძალებს ამახვილებს ლიმანის, ბახმუტის და მარინკას მიმართულებით. დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის თქმით, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ მარინკას მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 228 870 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა