logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: მოწინააღმდეგე აგრძელებს ძალისხმევას დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპაციაზე

20 სექ 202211:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/068fcp035a56jp7.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ ძალისხმევას დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპაციაზე.

"მოწინააღმდეგე აგრძელებს ძალისხმევას დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპაციაზე, თავდაცვის ორგანიზებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაკავებაზე, ასევე თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების შეფერხებაზე ცალკეული მიმართულებით," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 15 საავიაციო დარტყმა განახორციელეს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე. ამასთან, რუსული ჭურვების შედეგად 33-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

"ერთი დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მაიორსკის, ვესელეს, კურდიუმივკას და ნოვომიხაილივკას რეგიონებში," - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.


close დახურვა