უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ცდილობენ.
"დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად, მტერი თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ცდილობს," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების შეტევების წარმატებით მოგერიებას, მათ შორის სპირნეს, სოლედარის, მაიორსკის, ზაიცევეს, ოდრადივკას, ვესელას ხეობის, ვოდიანის და ნოვომიხაილივკას რეგიონებში.
გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა ბოლო ერთ დღეში 200 რუსი სამხედროს, 13 ტანკის, 17 ჯავშანმანქანისა და 4 საბრძოლო თვითმფრინავის განადგურება შეძლეს.