logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: მტერი ცდილობს შეტევა დონეცკი-პესკის მიმართულებით განაახლოს

10 აგვ 202211:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/10/nxrddwar1plycgd.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას დონეცკი-პესკის მიმართულებით შეტევის განახლება სურს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება.

გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა არტილერიითა და ტანკებით კონსტანტინოვკას, ბახმუტის, ივანო-დარიევკას, პოკროვსკოეს, ზაიცევოეს, კოდემას, კურდიუმოვკას, სოლედარის, იაკოვლევკასა და ვერშინას დასახლებული პუნქტები დაბომბეს.

"მტერი ცდილობს შეტევა დონეცკი-პესკის მიმართულებით განაახლოს, ბრძოლა გრძელდება. მტერი მინერალნოე-ავდიივკასა და სპარტაკ-ავდიივკას მიმართულებებს უტევდა, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა, ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს," - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა