უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოთხ დასახლებაში 260 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.
"განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, სხვადასხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობის 10-მდე ერთეული, დაზიანდა ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებულია 260-მდე სამხედრო და არიან დაჭრილები", - აცხადებენ უწყებაში.
პარალელურად, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ, ბახმუტთან რუსული ძალების ყველაზე ინტენსიური თავდასხმების პერიოდი უკვე დასრულდა. მათი თქმით, ამ ბრძოლებში დიდი დანაკარგები ჰქონდათ როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ მხარეებს.
ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 24 დეკემბერს განაცხადა, რუსეთის ძალებს ეწურებათ საარტილერიო ტყვია-წამლის მარაგები, რაც ფართომასშტაბიანი თავდასხმითი ოპერაციებისთვისაა საჭირო. კვლევითი ინსტიტუტი ასევე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსეთს გაუჭირდება შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება.