logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აიძულებენ

30 სექ 202211:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/cqyqe33e2ihuq77.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობისა და პასპორტების მიღებას აიძულებენ.

"ქალაქ მარიუპოლში, საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ ისინი უარს იტყვიან უკრაინული პასპორტის რუსულზე გაცვლაზე. ხერსონის ოლქში, ტოკარივკას დასახლებაში მაცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ თუ 1 ოქტომბრამდე რუსეთის ფედერაციის პასპორტებს არ მიიღებენ, მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიების გარეთ გაძევებასა და დეპორტაციას დაექვემდებარება," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი თავდაცვის ძალებმა 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 59 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა