logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 105 960 ჯარისკაცი დაკარგა

31 დეკ 202215:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/31/vmyckv23jj49f6d.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 105 960 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3029
  • ჯავშანტექნიკა - 6075
  • საარტილერიო სისტემა - 2016
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 423
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 213
  • თვითმფრინავი - 283
  • ვერტმფრენი - 269
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1746
  • ფრთოსანი რაკეტა - 711
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4707
  • სპეცტექნიკა - 180

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა