უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 106 720 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3031
- ჯავშანტექნიკა - 6084
- საარტილერიო სისტემა - 2021
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 423
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 213
- თვითმფრინავი - 283
- ვერტმფრენი - 269
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1792
- ფრთოსანი რაკეტა - 723
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4720
- სპეცტექნიკა - 181
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.