logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 107 440 ჯარისკაცი დაკარგა

02 იან 202311:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/02/ktc7nh228kq6r9r.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 107 440 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3031
  • ჯავშანტექნიკა - 6093
  • საარტილერიო სისტემა - 2027
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 423
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 213
  • თვითმფრინავი - 283
  • ვერტმფრენი - 269
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1836
  • ფრთოსანი რაკეტა - 723
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4725
  • სპეცტექნიკა - 181

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა