logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 109 720 ჯარისკაცი დაკარგა

05 იან 202311:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/4btx8t1m2cz7wfm.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 109 720 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3041
  • ჯავშანტექნიკა - 6108
  • საარტილერიო სისტემა - 2051
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 426
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 215
  • თვითმფრინავი - 284
  • ვერტმფრენი - 271
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1844
  • ფრთოსანი რაკეტა - 723
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4759
  • სპეცტექნიკა - 182

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა