უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 110 250 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3064
- ჯავშანტექნიკა - 6124
- საარტილერიო სისტემა - 2059
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 431
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 215
- თვითმფრინავი - 285
- ვერტმფრენი - 272
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1844
- ფრთოსანი რაკეტა - 723
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4797
- სპეცტექნიკა - 182
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.