logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 112 960 ჯარისკაცი დაკარგა

11 იან 202313:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/ja2w1t60fue9mfh.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 112 960 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3094
  • ჯავშანტექნიკა - 6159
  • საარტილერიო სისტემა - 2078
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 437
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 217
  • თვითმფრინავი - 285
  • ვერტმფრენი - 275
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1862
  • ფრთოსანი რაკეტა - 723
  • გემი/ნავი - 17
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4826
  • სპეცტექნიკა - 184

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა