logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 113 390 ჯარისკაცი დაკარგა

12 იან 202315:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/12/s9x7t89sz26pgb1.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 113 390 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3094
  • ჯავშანტექნიკა - 6159
  • საარტილერიო სისტემა - 2082
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 437
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 218
  • თვითმფრინავი - 285
  • ვერტმფრენი - 276
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1865
  • ფრთოსანი რაკეტა - 723
  • გემი/ნავი - 17
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4826
  • სპეცტექნიკა - 184

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა