უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 114 660 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3104
- ჯავშანტექნიკა - 6173
- საარტილერიო სისტემა - 2090
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 437
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 219
- თვითმფრინავი - 286
- ვერტმფრენი - 276
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1867
- ფრთოსანი რაკეტა - 723
- გემი/ნავი - 17
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4846
- სპეცტექნიკა - 186
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.