logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 122 170 ჯარისკაცი დაკარგა

24 იან 202310:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/24/s4g6jyszillt8xx.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 122 170 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3152
  • ჯავშანტექნიკა - 6284
  • საარტილერიო სისტემა - 2148
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 448
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 220
  • თვითმფრინავი - 289
  • ვერტმფრენი - 281
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1897
  • ფრთოსანი რაკეტა - 749
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4944
  • სპეცტექნიკა - 194

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა